logo
ENG



"მოგვეცით ტანკები" - ზელენსკიმ გერმანიასა და მოკავშირეებს მიმართა

20 იან 202319:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/20/v49shmxko53bott.jpg

უკრაინის პრეზიდენტი მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ Leopard-ის ტანკები გადასცენ. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის ბაზაზე საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს მიმართა.

"რამშტაინის" საკონტაქტო ფორმატი, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ სამხედრო დახმარების კოორდინაციისთვის შეიქმნა. ფორმატში 50 მოკავშირე-ქვეყანა შედის. 20 ივნისს გამართულ შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის ესწრებოდა.

განსაკუთრებული ზეწოლის ქვეშ არის გერმანია, რომელსაც მოუწოდებენ გააგზავნოს უკრაინაში Leopard-ის ტანკები და სხვა ქვეყნებსაც მისცეს უფლება, საკუთარი Leopard-ის ტანკები გაგზავნონ. NATO-ს წესების თანახმად, მესამე ქვეყნისთვის შეიარაღების გადაცემამდე, აუცილებელი მწარმოებელი ქვეყნის თანხმობა.

გერმანიის თავდაცვის ახალმა მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ: "დღეს ვერც ერთი ჩვენგანი ვერ იტყვის, როდის იქნება მიღებული გადაწყვეტილება Leopardi-ის ტანკებზე და როგორი იქნება გადაწყვეტილება".

20 ივნისს 50 ქვეყნის თავდაცვის მინისტრები და წარმომადგენლები რამშტაინის ამერიკულ ბაზაზე შეიკრიბა. წინა დღეს რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მზაობა, რომ უკრაინას დამატებითი აღჭურვილობა გადასცეს. დიდმა ბრიტანეთმა უკვე თქვა, რომ Challenger 2-ის 14 საბრძოლო ტანკს გაგზავნის.

რამშტაინში შეხვედრამდე ზელენსკიმ გააკრიტიკა გერმანია ტანკების საკითხის გამო და თქვა, რომ Leopard-ს მხოლოდ თავდაცვისთვის გამოიყენებენ და რუსეთის ტერიტორიაზე არ გადავლენ.

"თუ გაქვთ Leoprad-ის ტანკები, მოგვეცით", - განაცხადა მან გერმანიის საზოგადოებრივი ტელევიზიით.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, პაველ იაბლონსკიმ თქვა, რომ ვარშავა შესაძლოა მზად იყოს ტანკების გადაცემისთვის, მიუხედავად ბერლინის გადაწყვეტილებისა.

"ვნახოთ. ვფიქრობ, თუ ძლიერი წინააღმდეგობა იქნება, მზად ვიქნებით ასეთ არასტანდარტულ ქმედებებზე წავიდეთ", - თქვა მან პოლონურ რადიოზე.


close დახურვა